„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016449
23
22/08/2019
ვებგვერდი, 27/08/2019
310150000.35.132.016449
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2019 წლის 22 აგვისტო

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორ­ტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვე­ბუ­ლის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტ­რის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორ­მებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სარეგისტ­რაციო კოდი: 310150000.35.132.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული 1  დანართის:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისა­ღე­ბად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვით­მმართ­ველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებულ აქტში მითითებულ მისამართ­ზე და ვადებში.“.

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „საკონკურსო შეფასების კრიტე­რიუ­მების“ ცხრილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

ა)

2013-2019წწ.

10

ა)

მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების სისტემა და ლუქი სახურავზე

4

ბ)

4 (ოთხი) და მეტი გასაღები ფანჯარა და ლუქი სახურავზე

1

დ) მე-8 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმებით“ გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოსავლენად მინიმალურ ბარიერად განისაზღვროს 36 ქულა.“.

ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსებში, ზაფხულის ცხელ დღეებში (+300C) სავალდებულო იქნება კონდიცირების სისტემის ჩართვა.

ვ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა მომსახურების განხორციე­ლება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ იმ M2 კატეგორიის ავტობუსებით, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირვე­ლი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

ე) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთე­ლი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და M2 კატეგორიის ავტობუსის მეპატრონესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის M2 კატეგორიის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქ­ტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

„უ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსები, კონკურსის დასრულებიდან არაუმეტს 30 დღეში აღიჭურვოს GPS მონიტო­რინ­გის სისტემით. M2 კატეგორიის ავტობუსების GPS მონიტო­რინ­გის სისტემით აღჭურვისათვის და შემდგომი პროგრამული მომსახურების მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევას.“.

ზ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსებში, რომელთაც დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოუწევთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობა, ვალდებული იქნებიან, ჩართული ჰქონდეთ GPS მონიტო­რინ­გის სისტემა. სამარშრუტო ხაზზე გამორთული GPS მონიტო­რინ­გის სისტემით მომსახურების გაწევა კი იქნება მკაცრად კონტროლირებადი და ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად;“.

თ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად M2 კატეგორიის ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რეზერვი, მათი ჩანაცვლება არ მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი აღმოჩნდება, რომ M2 კატეგორიის ავტობუსების რეზერვი არასაკმარისია და ამით პრობლემა იქმნება სამარშრუტო ხაზზე მომსახურების გაწევაში, მაშინ ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება გამონ­თა­ვისუფლებულ ადგილზე წარმოადგინოს ისეთი M2 კატეგორიის ავტობუსი ან/და ავტობუ­სე­ბი, რომელთა ასაკი იქნება არაუმეტეს 10 წლისა.“;

ი) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელს ნებართვის ამოქმედებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უფლება არ აქვს შეცვალოს ის კონკურს გავლილი M2 კატეგორიის ავტობუსი, რომელმაც გადალახა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი მინიმალური ბარიერი, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც გულისხმობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.“;

კ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის თვის 25 რიცხვიდან 30 რიცხვამდე პერიოდში.“;

ლ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.“;

მ) 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა და ნებარ­თ­ვის ფასის გადახდის ვადების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმა­ტიუ­ლი აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმე­ბული ხელშეკრულების შესაბა­მი­სად.

2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარდაცვალებისას;

გ) ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობების ნებისმიერი პუნქტის/ქვეპუნქტის შეუსრულებლობა (სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;

დ) ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადახდის წესის და ვადების დარღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი გაფრთხილებიდან 10 კალენდარულ დღეში არ დაფარავს დაკისრებულ ვალდებულებას) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;

ე) ნებართვის მფლობელი, რომელსაც ამავე პუნქტის „გ“ და “დ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად ნებართვის მოქმედების ვადაში გაუუქმდება ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ჩაითვლება არასანდო პარტნიორად და მომავალში არ ექნება უფლება მონაწი­ლეო­ბა მიიღოს ანალოგიური სახის კონკურსებში მინიმუმ 3 წლის გან­მავლობაში;

ვ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული 5 დანართის:

ა) მე-3 პუნქტის 3.7. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.7. კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთე­ლი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და M2 კატეგორიის ავტობუსის მეპატრონესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის M2 კატე­გორიის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყ­ვა­ნის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვა­დის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი“-ს მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა.“.

 ბ) მე-3 პუნქტის 3.8. ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-3 პუნქტის 3.24. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.24. კონკურსის წესის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსები, კონკურსის დასრულებიდან არაუმეტს 30 დღეში აღიჭურვოს GPS მონიტო­რინ­გის სისტემით. M2 კატეგორიის ავტობუსების GPS მონიტო­რინ­გის სისტემით აღჭურვისათვის და შემდგომი პროგრამული მომსახურების მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევას.“.

დ) მე-3 პუნქტის 3.30. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.30 ნებართვის მფლობლის, მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 5 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ.“.

ე) მე-3 პუნქტის 3.42. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.42. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მიღების­თანავე და შემდგომში პერიოდულად M2 კატეგორიის ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რეზერვი, მათი ჩანაცვლება არ მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი აღმოჩნდება, რომ M2 კატეგორიის ავტობუსების რეზერვი არასაკმარისია და ამით პრობლემა იქმნება სამარშრუტო ხაზზე მომსახურების გაწევაში, მაშინ ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება გამონ­თავისუფლებულ ადგილზე წარმოადგინოს ისეთი M2 კატეგორიის ავტობუსი ან/და ავტობუსები, რომელთა ასაკი იქნება არაუმეტეს 10 წლისა.“.

ვ) მე-3 პუნქტის 3.56. ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  3.57  ქვეპუნქტი:

„3.57 კონკურსის წესის შედეგად  გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსებში, ზაფხულის ცხელ დღეებში (+300C) სავალდებულო იქნება კონდიცირების სისტემის ჩართვა.“.

ზ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის და ნებართ­ვის ფასის გადახდის ვადის დარღვევისათვის

4.1 ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა და ნებარ­თვის  ფასის გადახდის ვადის დარღვევა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმ­გებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.2 ნებართვის გამცემი განუსაზღვრავს ნებართვის მფლობელს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დარღვევის გამოსწორებისათვის და ნებართვის ფასის გადახდის ვადის დარღვევისათვის, კერძოდ:

ა) ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისას ან არასრულად გადახდის შემთხვე­ვაში – 10 კალენდარულ დღეს ვალდებულების სრულად დაფარვისთვის;

ბ) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – 30 კალენდარულ დღეს დარ­ღვევების აღმოხვრისათვის.

4.3. 4.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ასევე ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით.

4.4. თუ ამ მუხლის 4.1, 4.2, 4.3. პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი  აღე­ბული ვალდებულებების შესრულება, ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას  ნებართვის გაუქმების შესახებ და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყე­ნებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი  წესით.“.

 თ) მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. შეტყობინება უნდა გაიცეს არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი ვითარების დადგომის შესახებ, გარდა გაფიცვისა და ლოკაუტისა, რა შემთხვევაშიც ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინასწარ 5 კალენდარული დღით ადრე მაინც აცნობოს ნებართვის გამცემს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე