დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016448 |
|
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №24, 14.02.2007წ., გვ: 8, 9, 10, 15, 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის: ა.ა) ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ზონაში: ა.ა.ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.ბ) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.დ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.ე) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.ვ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ა.ზ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებულ ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ოროცი თეთრი) ლარის ოდენობით; ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,30 (ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით; ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,20 (ოცი თეთრის) ლარის ოდენობით; ა.დ) ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონაში (ცენტრალური ზონის განსაკუთრებული ქვეზონა) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; ა.ე) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ინსტრუქცია მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი 1) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ |
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. |
მუხლი 1.
მოსაკრებლის განაკვეთი |
მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებით. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი |
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. გამონაკლისია ხაზობრივი ნაგებობები, რომელზედაც მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრების მიხედვით. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა მოიცავს როგორც ხაზობრივი ნაგებობის, ისე ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსების მოსაკრებელსაც. ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსებაზე ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული მშენებლობები. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი |
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური. |
მუხლი 5.
სხვა დებულებანი |
ინსტრუქციაში ცვლილების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები