შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/08/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
63
12/08/2019
ვებგვერდი, 23/08/2019
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №63

2019 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუქმდეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 220410829) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 141207 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – მიკროსაფინანსო      ორგანიზაციის „კრედიტსერვისის“ რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 20 დეკემბრის №504 განკარგულება.

3. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის

დეპარტამენტის უფროსი                                                                                         ირმა ბოკუჩავა