დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016540 |
|
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
|
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭოს მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ისნის რაიონში, ზურაბ პატარიძის ქუჩას და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები