ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016539
267
16/08/2019
ვებგვერდი, 26/08/2019
000000000.00.101.016539
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №267

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში გაგრძელდეს ლისის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის მონაკვეთს (ლისის ქუჩის მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს ბზის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) საბურთალოს რაიონში ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ნეკერჩხლის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

დ) საბურთალოს რაიონში ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ლისის იასამნების სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      გიორგი ტყემალაძე