ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტარიელ გვიმრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტარიელ გვიმრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016538
266
16/08/2019
ვებგვერდი, 26/08/2019
000000000.00.101.016538
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტარიელ გვიმრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №266

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტარიელ გვიმრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  საბურთალოს რაიონში, გაგრძელდეს ტარიელ გვიმრაძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          გიორგი ტყემალაძე