ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016536
264
16/08/2019
ვებგვერდი, 26/08/2019
000000000.00.101.016536
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №264

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო)  მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           გიორგი ტყემალაძე