ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის, ლამის I შესახვევისთვის და ლამის III შესახვევისთვის ლამის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის, ლამის I შესახვევისთვის და ლამის III შესახვევისთვის ლამის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016533
261
16/08/2019
ვებგვერდი, 26/08/2019
000000000.00.101.016533
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის, ლამის I შესახვევისთვის და ლამის III შესახვევისთვის ლამის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №261

 2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის, ლამის I შესახვევისთვის და ლამის III შესახვევისთვის ლამის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს, ლამის I შესახვევს და ლამის III შესახვევს მიენიჭოს ლამის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე      გიორგი ტყემალაძე