„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016384
32
20/08/2019
ვებგვერდი, 23/08/2019
010260020.35.159.016384
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2019 წლის 20 აგვისტო

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №36 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 010260020.35.159.0116285; 24/11/2017 წ.) დანართი 1-ით დამტკიცებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში: 

1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის საშუალებით.“.

2. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლი.

3. 27-ე მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით დადგენილ პირობათა გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესს ამტკიცებს მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე