,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016317
18
19/08/2019
ვებგვერდი, 23/08/2019
010250050.35.109.016317
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2019 წლის 19 აგვისტო

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს საკრებულოში ერთიანი საქმისწარმოება და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მართვა;

თ) უზრუნველყოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით;

ი) შეასრულოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებები.“;

ბ) მე-8 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უზრუნველყოფს საკრებულოში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოში შექმნილი და საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის უფროსის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს, კორესპონდენციის გადაგზავნას,  საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია