შპს „ეგანატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „ეგანატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6536-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6536-19
16/08/2019
ვებგვერდი, 21/08/2019
შპს „ეგანატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6536-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი


კრედიტორები         1 – საბინე რიტტერი

2 – ფრიდრიხ შტოკერი

3 – ფრანცისკა კოლკი

4 – ბერნჰარდ კოლკი

5 – მარტინა კიმენსვენგერი

წარმომადგენელი – გოჩა ოყრეშიძე

მოვალე – შპს „ეგანატ“ (ს/კ 430798336)

მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – შპს „ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ”ეგანატის” გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 15 მაისს კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ეგანატის“ კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 04 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

1.2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

1.3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                              თამარ ჭუნიაშვილი