„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016904
79
04/09/2019
ვებგვერდი, 05/09/2019
140130000.22.034.016904
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №79

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016465) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. 112-ე საგამოცდო ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„112. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის:

ა) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ აპრილამდე;

ბ) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე;

გ) აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.“;

2. 119-ე საგამოცდო ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„119.  ტყის ქათამზე ნადირობის დღიური ლიმიტია:

ა) 5 ცალი;

ბ) 3 ცალი;

გ) 7 ცალი;

დ) 10 ცალი.“;

3. 121-ე და 122-ე საგამოცდო ბილეთები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121.  ქედანზე ნადირობა ნებადართულია:

ა) პირველი აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში;

ბ) 15 აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში;

გ) აგვისტოს მეორე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდში;

დ) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდში.

122.   მწყერზე ნადირობა ნებადართულია:

ა) პირველი აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში;

ბ) 15 აგვისტოდან პირველ იანვრამდე პერიოდში;

გ) აგვისტოს მეორე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდში;

დ) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია