დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 20/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.11.004.016063 |
|
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის:
1. დანართი №1-ის (პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობითი მითითებები (გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მომზადებული წერილობითი მითითებებისა), ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით და გარკვეული პირობით გათავისუფლება, მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების (გარდა რეგისტრაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) გამოყენების შესახებ.“. 2. დანართი №2-ის (მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები