„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021408
399
19/08/2019
ვებგვერდი, 19/08/2019
300160070.10.003.021408
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399

2019 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2017, 300160070.10.003.020127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალური წესის“:

1. მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სტიმულირების ხელშეკრულება – შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ხორციელდება საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვა და რომელიც გაფორმებულია შესაბამისი სტიმულირების პროგრამების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ასეთი ხელშეკრულება შედგენილია ურთიერთთანამშრომლობის საწყისებზე და ითვალისწინებს ანაზღაურების ვალდებულებას მხოლოდ შესრულების პროპორციულად და შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა. სტიმულირების ხელშეკრულებას წარმოადგენს ასევე შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-15  პუნქტის საფუძველზე;“.

2. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სტიმულირების პროგრამები მოქმედებს შემსყიდველის მიერ დამტკიცებული ფასდაკლების კონცეფციის პარალელურად. ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება შესაძლებელია,  დაიდოს ფასდაკლების კონცეფციის ფარგლებში.“.

3. მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სტიმულირების ხელშეკრულების შინაარსისა და მიზნიდან გამომდინარე, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისას არ არის სავალდებულო გარანტიის ან/და დაზღვევის წარდგენა, ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად.“.

4. მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცალკეულ შემთხვევებში, სტიმულირების ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ამ წესისგან განსხვავებული წესითა და პირობებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე