დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021414 |
|
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. დანართ №2-ის (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები: „15. ცენტრმა, ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი შეთანხმების/ მემორანდუმის ფარგლებში, უზრუნველყოს: ა) სომხეთის რესპუბლიკიდან მიღებული 30 ათასი დოზა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ჯერილინის შტამზე დამზადებული ვაქცინის დაბრუნება იმავე ოდენობით, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შესყიდული რაოდენობიდან; ბ) თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული 100 ათასი დოზა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ჯერილინის შტამზე დამზადებული ერთდოზიანი დაფასოების ვაქცინის დაბრუნება იმავე ოდენობით, რისთვისაც საჭირო ვაქცინის შესყიდვა განხორციელდება იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიისგან, რომელიც თავად უზრუნველყოფს ვაქცინის შეფუთვა/მარკირება/ტრანსპორტირებას თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნების სრული დაცვით. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელდეს ცენტრის მიერ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში უზრუნველყოფილ იქნეს უშუალოდ მწარმოებლისგან „ცივი ჯაჭვის პრინციპების“ მკაცრი დაცვით.“. 2. დანართ №19-ის (რეფერალური მომსახურება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,000.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 24,995.0 ათასი ლარით; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით.“. 3. დანართ №21-ის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,000.0 ათასი ლარით, მათ შორის ლოჯისტიკის კომპონენტის ბიუჯეტი – 1,000.0 ათასი ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები