„საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021413
392
16/08/2019
ვებგვერდი, 20/08/2019
480140000.10.003.021413
„საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №392

2019 წლის 16 აგვისტო

   ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე