დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021411 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/08/2019 - 04/07/2022)
|
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდებიდან: 31 06 04 02 და 31 06 05).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;“; ა.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარების თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა;“; ა.გ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უვნებელი, ხარისხიანი რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; დ) დაბალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსება.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 3. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს; გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება;“; გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მანქანა-დანადგარები – ამ პროგრამის ფარგლებში შესასყიდი ნედლი რძის შეკრების, გაცივების, ყველის ხარშვის წარმოებისა და პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობები, ლაბორატორიული აღჭურვილობა/ხელსაწყოები და დანადგარები;“; დ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოს თანადაფინანსება;“; ე) მე-5 − მე- 7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. სააგენტოს თანადაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსების ფარგლებში: ა) მაღალმთიან დასახლებაში პროგრამის განმახორციელებელ კოოპერატივებს შეუძლიათ, მიიღონ მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს; ბ) პროგრამის განმახორციელებელ კოოპერატივებს შეუძლიათ, მიიღონ მანქანა-დანადგარების შესასყიდად 90%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების (ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს. მუხლი 6. ტექნიკური დახმარება 1. ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას. 2. ბენეფიციარი ტრენინგის სახით მიიღებს ტექნიკურ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით: ა) ნედლი რძის შემკრები პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები; ბ) ნედლი რძის მიღებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების დანერგვა; გ) ადგილზე ნედლი რძის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა; დ) ხელოვნური განაყოფიერებისა და აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება; ე) საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და მარკეტინგული მხარდაჭერა. მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები 1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს საკუთრებაში ჯამურად ჰყავთ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობები, რომელიც იდენტიფიცირებულია სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ; გ) გააჩნიათ თანამონაწილეობის თანხა (არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ან/და დამტკიცებული სესხის შესახებ ცნობა ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი); დ) არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება; ე) საკუთრებაში გააჩნიათ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა, რომელიც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. 2. ბენეფიციარი ვალდებულია, საკუთარ ან/და თავისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათი მეპაიეების საკუთრებაში არსებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობა დაადასტუროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით. 3. ბენეფიციარი ვალდებულია, რძის შემკრებ-გადამამუშავებელი საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, მანქანა-დანადგარებისა და დაგეგმილი საწარმოებელი პროდუქციის ურთიერთშესაბამისობა დაადასტუროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 (ორი) ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.“; ვ) მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს; ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. ბენეფიციარის ვალდებულებები 1. ბენეფიციარი ვალდებულია, განახორციელოს შენობა-ნაგებობის აშენება/მოწყობა/რეკონსტრუქცია, რომელშიც განთავსდება სააგენტოს დაფინანსებით შესყიდული მანქანა-დანადგარები. 2. ბენეფიციარი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში: ა) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება, სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში; ბ) არ დაუშვას პროგრამით დადგენილი პირუტყვისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; დ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) შემთხვევაში, უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 140 ტონა ნედლი (45 ტონა მაღალმთიან დასახლებაში) რძის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო; ე) მიიღოს აღიარება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. 3. სააგენტო დატვირთავს პროგრამის ფარგლებში შექმნილ/შეძენილ ძირითად საშუალებებს (მათ შორის, შენობა-ნაგებობებს) იპოთეკით/გირავნობით სააგენტოს სასარგებლოდ, ბენეფიციარის ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.“; თ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“; ი) მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს; კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 13. მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სსიპ − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).“; ლ) დანართები: №1 − №6 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს, ამ დადგენილების ამოქმედებამდე, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების შესრულება 2018 წელს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან მიმართებით.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები შესაძლებელია, გავრცელდეს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, მათი მიმართვისა და სააგენტოს მხრიდან თანხმობის შემთხვევაში.
|
| მუხლი 4 |
სააგენტოს საკუთრებაში გადაეცეს თანდართული დანართით გათვალისწინებული ქონება.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები