„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016723
32
16/08/2019
ვებგვერდი, 19/08/2019
120340000.22.026.016723
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016526) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“;

ბ.გ) მე-3 პუნქტის:

ბ.გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ბ.გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის ატაშეების და  წარმომადგენლების სამსახურის  უფროსის მოადგილე  (მეორე რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)“;

გ.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“;

გ.გ) მე-3 პუნქტის:

გ.გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

გ.გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის ატაშეების და  წარმომადგენლების სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

დ.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“.

დ.გ) მე-3 პუნქტის:

დ.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუცია;“;

დ.გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;“;

დ.გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

დ.გ.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

ე) მე-4 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“;

ე.ბ) მე-4 პუნქტის:

ე.ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ე.ბ.ბ) „კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

ვ) მე-5 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“.

ვ.ბ) მე-4 პუნქტის :

ვ.ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ვ.ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

ზ) მე-6 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტის:

ზ.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუცია;“;

ზ.ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ზ.ბ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

თ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-8 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“.

ი.ბ) მე-3 პუნქტის:

ი.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუცია;“;

ი.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ი.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

კ) მე-9  მუხლი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-10 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტის:

ლ.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუცია;“;

ლ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;“;

ლ.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

ლ.ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“.

მ) მე-11 მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).“.

 მ.ბ) მე-4 პუნქტის :

მ.ბ.ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუცია;“;

მ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;“;

მ.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;“;

მ.ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.“;

ნ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 მუხლები:

„მუხლი 12. თავდაცვის ატაშეს მოადგილე ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკასა და პორტუგალიის რესპუბლიკაში (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით):

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის  სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.

5.  სასურველია ესპანური და ინგლისური ენის  ცოდნა.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint.

მუხლი 13. თავდაცვის ატაშეს მოადგილე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით):

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №136 ბრძანება.

5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია