„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს Nნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს Nნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-13
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016066
ნ-13
16/08/2019
ვებგვერდი, 19/08/2019
350090000.64.076.016066
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს Nნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-13
2019 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი

 

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) დამტკიცებულ განგრძობითი განათლების სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის ნ-16 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდის  ჩაბარება;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11, 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„12. პროფესიული ორგანიზაციები, განგრძობითი განათლების სასწავლო პროცესის წარმართვისათვის დამატებითი ჯგუფის შექმნის მიზნით, არაუგვიანეს მომდევნო წლის 5 თებერვლისა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელთაც გადაუვადდათ განგრძობითი განათლების გავლა.

13. პროფესიული ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული  სასწავლო პროცესის წარმართვისათვის დამატებითი ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია, აღიარებულ პროგრამაში ცვლილების შეტანის მიზნით, წარედგინება სამსახურს არაუგვიანეს 25 მარტისა.

14. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობითი განათლების დამატებითი სასწავლო პროცესი სრულდება არაუგვიანეს 1 მაისისა.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არაუმეტეს 30 სწავლის ეკვივალენტური ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ  ჩააბარა პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარება სერტიფიცირებულ ბუღალტერს განგრძობით განათლებად ჩაეთვლება, თუ  სასერტიფიკაციო პროგრამის ცალკეულ  გამოცდებს შორის პერიოდი არანაკლებ 3 (სამი) წელია.“.

4. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ, განგრძობითი სწავლების განხორციელების  პერიოდში,  სერტიფიცირებული ბუღალტერი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან ქვეყანაში არყოფნის გამო  ვერ შეასრულებს სავალდებულო განგრძობითი განათლების მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი ცნობა/დოკუმენტაციის წარდგენით მიმართოს მის პროფესიულ ორგანიზაციას  მიმდინარე წლის განგრძობითი განათლების სრულად გავლისათვის გასავლელი საათების არაუმეტეს მომავალი წლისთვის გადავადების თხოვნით და განგრძობითი განათლება გაიაროს ამ სტანდარტის მე-10 მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ჯგუფ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში სერტიფიცირებული ბუღალტერი ექვემდებარება ამ სტანდარტით დადგენილ წესებს.

3. თუ პროფესიული ორგანიზაციის მიერ ამ სტანდარტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოვლინდა, რომ სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც ამავდროულად აუდიტორია, არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს და არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მიმდინარე წლის გასავლელი საათების მომავალი წლისთვის გადავადების საფუძველი, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის აღნიშვნა სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრში.“.

ბ) მე-3  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. თუ პროფესიული ორგანიზაციის მიერ ამ სტანდარტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოვლინდა, რომ სერტიფიცირებული ბუღალტერი (გარდა აუდიტორისა) არ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მოთხოვნებს და არ არის ამ სტანდარტით განსაზღვრული, მიმდინარე წლის განგრძობითი განათლების მომავალი წლისთვის გადავადების საფუძველი,პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია პირს მოსთხოვოს განგრძობითი განათლებისადმი მოთხოვნების დაკმაყოფილება არაუგვიანეს 3 წლის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის აღნიშვნა სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრში, ხოლო 3 წლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში კი პირის სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან ამოღება.

32. პირი, რომელიც ამ მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე ამოღებულია სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან, მასში ასახვის მოთხოვნით უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგინოს არანაკლებ შეჩერებული პერიოდისათვის (კალენდარული წლისათვის) შესაბამისი განგრძობითი განათლების ან არანაკლებ 120 საათის (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეულის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ პუნქტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ასახოს სერტიფიცირებული ბუღალტერი შესაბამის რეესტრში. პირი რეესტრში ასახვის შემდეგ ექვემდებარება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს.“.

5.  მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი  კალენდარული წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს სამსახურს განცხადება განახლებული განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარების მოთხოვნით.“.

6.  მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირისათვის, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად ითვლებოდა სერტიფიცირებულ ბუღალტრად და ამ სტანდარტის მე-13 მუხლის 31 პრიმა მუხლის შესაბამისად შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი და განმეორებით სერტიფიცირდება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის ნ-16 ბრძანების შესაბამისად, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად განსაზღვრული სამწლიანი თანმიმდევრული პერიოდის ათვლა იწყება სერტიფიცირების მომდევნო კალენდარული წლიდან.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ ბრძანების მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე