„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017225
246
15/08/2019
ვებგვერდი, 16/08/2019
200090000.22.033.017225
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №246

2019 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული   აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010    წლის    31    დეკემბრის   №996    ბრძანებით   (სსმ,    ვებგვერდი,    060111,    03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: 

„შენიშვნა: მოცემული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ძირითადი საშუალება ექსპლუატაციაში შესულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტის საანგარიშო პერიოდში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი