დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 247 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017226 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
391 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებელის მიერ უნდა წარედგინოს შესაბამისი შეტყობინება (დანართი №II-083) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ. 5. დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). შეღავათის გამოყენების მიზნით, დაქირავებულმა პირმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) უნდა წარუდგინოს შეღავათის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზე დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.“. |
2.
დანართი №II-084 ამოღებულ იქნეს. |
3.
771 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს; ა.ბ) უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამს; ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდში მითითებული საქონლისათვის 20 ცალზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდში მითითებული საქონლისათვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები