შპს ,,საგა იმპექსის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,საგა იმპექსის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/12056-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 09/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/12056-19
09/08/2019
ვებგვერდი, 16/08/2019
შპს ,,საგა იმპექსის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 12056-1 9

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი – შპს ,,ბ&ნ’’

წარმომადგენელი – დავით დოლბაძე, გიორგი კეკენაძე.

მოვალე – შპს ,,საგა იმპექსი’’

მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

მოთხოვნა – შპს ,,საგა იმპექსის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 29 მაისს შპს ,,ბ&ნ’’-ის წარმომადგენელმა დავით დოლბაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,საგა იმპექსის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

2019 წლის 3 ივნისის განჩინებით , განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით - შპს ,,საგა იმპექსისგანცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო .

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

ამავე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად , კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო, ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,საგა იმპექსისკრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 20 აგვისტოს 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: (i) მეურვის ანგარიშის მოსმენა; (ii) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; (iii) მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. განჩინება განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

  

მოსამართლე                                  გენადი მაკარიძე