შპს „ლაველლოს“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

შპს „ლაველლოს“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20996-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/20996-18
06/08/2019
ვებგვერდი, 15/08/2019
შპს „ლაველლოს“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმის №  330210318002541171 (2/20996-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

2019 წლის  6 აგვისტო   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

მოვალე  შპს „ლაველლო“ (ს/კ 405088266)

წარმომადგენლები – ინგა თხილავა

კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი

მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და,

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ლაველლოს“ გაკოტრების საქმის წარმოება.

2019 წლის  6 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და განხილულ იქნა გაკოტრების  მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაკოტრების მმართველად სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ. 

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს  მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ვინაიდან კრედიტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს გაკოტრების  მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა დასაბუთებულად მიაჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,     

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლაველლოს“ (ს/კ 405088266) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. გაკოტრების მმართველს დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                       ანა ჩოგოვაძე