შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ

შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20996-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/20996-18
06/08/2019
ვებგვერდი, 15/08/2019
შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 330210318002541171 (2/20996-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების

დამტკიცების შესახებ

2019 წლის 6 აგვისტო  

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

მოვალე – შპს „ლაველლო“ (ს/კ 405088266)

წარმომადგენლები – ინგა თხილავა

კრედიტორი – სსიპ  – შემოსაველების სამსახური

წარმომადგენელი – სალომე გულოშვილი

მეურვე – სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1 – ფიქრია კოღუაშვილი

2 – ნანა პერტაია

3 – მირიან პერტიაშვილი

მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ლაველლოს“ გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 6 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორის მოსაზრებას, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს წევრების გადაწყვეტილება მოვალე შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მომრიგებელმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (ერთხმად) მიიღო გადაწყვეტილება შპს „ლაველლოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს 2019 წლის 5 ივნისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „ლაველლოს“ (ს/კ 405088266) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2. სსიპ  – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                         ანა ჩოგოვაძე