დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მდინარე რიონზე არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზარათისა და ოფურჩხეთის დამაკავშირებელი უსახელო ხიდისათვის მიხეილ ძოწენიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 114 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.122.016001 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №36 114
2019 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
მდინარე რიონზე არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზარათისა და ოფურჩხეთის დამაკავშირებელი უსახელო ხიდისათვის მიხეილ ძოწენიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისადა„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზარათისა და ოფურჩხეთის დამაკავშირებელ მდინარე რიონზე არსებულ უსახელო ხიდს მიენიჭოს მიხეილ ძოწენიძის სახელი.
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც 4 (ოთხი) თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარის მ.შ პაატა ახალაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები