დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016457 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016454) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-10, მე-12, მე-13 ნაწილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა“ (დანართი №1), თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2; დანართი №3).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 2 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები