დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 162/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017785 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში (სსმ, №8, 23/01/2006, სარეგისტრაციო კოდი: 430.010.000.22.022.008.031) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება“; ბ) მე-2 მუხლის: ბ. ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც: ა) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვას; ბ) უზრუნველყოფს რესურსცენტრის წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში; გ) უზრუნველყოფს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას; დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას; ე) სამართლებრივ დახმარებას უწევს საჯარო სკოლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში; ვ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ზ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.“; ბ. ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. ამ დებულების დანართი 1-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელებას ამ დებულების დანართი 1-ის №2 გრაფით განსაზღვრულ რესურსცენტრებსა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებისათვის.“; ბ.გ) 31 პუნქტით გათვალისწინებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1
.“; ბ.დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 3
“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები