„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 09/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016895
68
09/08/2019
ვებგვერდი, 09/08/2019
140030000.22.034.016895
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №68

2019 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) შემადგენლობაშია:

ა) მომსახურების განყოფილება;

ბ) შიდა ოპერაციების განყოფილება.

2. ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო):

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების, განცხადების/საჩივრის მიღებას და მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას და განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ან/და შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად მიღებას და აღრიცხვას;

გ) ახორციელებს მოსამსახურეთათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მოსამსახურეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატთან გაგზავნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების დაარქივებას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

ე) უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვის სისტემაში შექმნილი და დაცული დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების პირველად კონსულტაციას საპატრულო პოლიციის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით ან/და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში;

ზ) ახორციელებს საინფორმაციო მომსახურებას-სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

თ) გასცემს თანხმობას დაკავებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანაზე;

ი) ახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოებას, განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასა და სამართლებრივი აქტის გამოცემას, აგრეთვე ინფორმაციის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახვას/კორექტირებას;

კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოცემული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების მასალების მიღებას;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვას, აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მასში შესწორებების შეტანას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცემს ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;

ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) და რეგიონული მთავარი სამმართველოების ერთიანი მომსახურების ცენტრის (განყოფილების) კოორდინირებულ მუშაობას, ზედამხედველობს მათ მიერ მომსახურების გაწევას ერთიანი სტანდარტის, ხარისხის მართვისა და მეთოდოლოოგიის საკითხებში;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სარეკომენდაციო ხასიათის წერილს, რომელსაც წარუდგენს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების კურატორ მოადგილეს, რომლის ვიზირების შემდგომ დოკუმენტი ხდება შესასრულებლად სავალდებულო.

3. ერთიანი მომსახურების ცენტრისა (სამმართველო, განყოფილება) და დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის იმ მოსამსახურეების სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, რომლებიც ასრულებენ ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო, განყოფილება) ფუნქცია-მოვალეობებს, განისაზღვრება მოსამსახურეთა სახელმძღვანელო და ხარისხის სტანდარტის დოკუმენტით, რომელსაც გამოსცემს მინისტრი.”.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საზღვრის მართვის განყოფილება;

ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი);

გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ქუთაისის აეროპორტი);

დ) აღმოსავლეთ საქართველოს სამსახური:

დ. ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (წითელი ხიდი);

დ. ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამთაწყარო);

დ. გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ცოდნა);

დ. დ) სასაზღვრო საგზაო კონტროლის განყოფილება (სადახლო);

დ. ე) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (სადახლო);

დ. ვ) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (გარდაბანი);

დ. ზ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ვახტანგისი);

დ. თ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (გუგუთი);

ე) დასავლეთ საქართველოს სამსახური:

ე. ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სარფი);

ე. ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ბათუმის აეროპორტი);

ე. გ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ბათუმის პორტი);

ე. დ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ფოთის პორტი);

ვ) სამცხე-ჯავახეთის სამსახური:

ვ. ა) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (კარწახი);

ვ. ბ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (ვალე);

ვ. გ) სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის განყოფილება (კარწახი);

ვ. დ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება);

ზ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი).“.

3. მე -12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მოკვლევის განყოფილება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ-დ“ ქვეპუნქტები:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ახდენს  შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის  დირექტორისთვის წარდგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 9 აგვისტოდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია