„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016397
17
07/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
010250050.35.113.016397
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2019 წლის 7 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/04/2019; სარეგ. კოდი 010250050.35.113.016391) და დადგენილებას თანდართული №1 დანართის:

1. 1-ლი მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) პირებზე, რომელთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;

გ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41 დროებითი საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები

1. დროებითი საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე.

2. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.“.

3. მე-5 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: 

„ზ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

თ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბენეფიციარისა და მისი ოჯახის სახელზე ქონების რეგისტრაციის (საკუთრების/სარგებლობის უფლების) შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია