„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016313
18
31/07/2019
ვებგვერდი, 08/08/2019
300310000.16.009.016313
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №18

2019 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილების (სსმ III, №142, 26.09.2008, სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) 21 პუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ანგარიშგების პირობების“ (დანართი 21) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეწარმის მიერ კომისიაში ანგარიშგების პერიოდულად წარდგენა ხდება ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყოველთვიური ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს ყოველი საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან 15 დღის ვადაში, კვარტალური ანგარიში (ანგარიშგება) წარმოდგენილი უნდა იქნეს ყოველი კვარტალის დამთავრებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო წლიური ანგარიში (ანგარიშგება) – 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

4. კომისიაში გამოგზავნილ ანგარიშგებაში ინფორმაცია უნდა აისახოს საწარმოში მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამებიდან/ჟურნალებიდან (გარდა ყოველთვიური ანგარიშისა, რომელშიც ინფორმაცია აისახება საბუღალტრო/სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით). ამასთან მეწარმე ვალდებულია, აწარმოოს იმ პროცესების აღრიცხვა, რომლებიც მოცემულია კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმებში, ისე, რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება (საიდენტიფიკაციო ნომრის, რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით).

5. ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგება კომისიაში წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, ხოლო წლიური ანგარიშგება, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით. ელექტრონული ფორმით კომისიაში ანგარიშგების წარდგენა უნდა მოხდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org) ატვირთვით ან კომისიაში არსებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. კომისიაში ელექტრონული ფორმით ანგარიშების გამოგზავნა ხდება კომისიაში წინასწარ ავტორიზებული პირის მეშვეობით. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ანგარიშგების მატერიალური ფორმით წარმოდგენაც.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია