დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016498 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.01.2019, 190020020.35.162.016486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს „ღ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ღ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლს დაემატოს „ქ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ქ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15მ3 II ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) შეძენის საფასური – 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარი.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლს დაემატოს „დ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესება, მოსახლეობის მთაში (საზღვრისპირა რეგიონში) დაბრუნების ხელშეწყობა.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები