დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/26765-18 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე |
მოვალე შპს „თბილსათბობმშენი“ (პ/ნ 202913696)
წარმომადგენელი თამაზ გიორგაძე გაკოტრების მმართველი (განმცხადებელი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის წარმოებაშია შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმე. 2019 წლის 12 ივლისს შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში გაკოტრების მმართველის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა : 1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 14 აგვისტოს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №56 შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. შპს „თბილსათბობმშენის“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები