ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან

ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან
დოკუმენტის ნომერი 2/1145-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/1145-19
29/07/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210319002994179

2/1145-19

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

2019 წლის 29 ივლისი

 

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე

  

განმცხადებელი /მოვალე/ შპს იმპერიალი 2000

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს იმპერიალი 2000-ის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 2 სექტემბერს 12:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).

3 . დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

  მოსამართლე:                                                   დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი                                              სოფიო ბრეგვაძე