„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-10
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 270170000.64.076.016063
ნ-10
06/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
270170000.64.076.016063
„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-10

2019 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 270170000.64.076.016015) დამტკიცებულ „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესსა და პრაქტიკულ მაგალითებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სუბიექტი არასრულ განაკვეთზე და ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებულებს დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხავს მათ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების პროპორციულად.

არასრულ განაკვეთზე დასაქმებულის დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხვის მაგალითი №1:

თუ სუბიექტს ჰყავს 1 დასაქმებული არასრულ განაკვეთზე, სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა დღეში 3 საათია  და სუბიექტის მიერ დადგენილი სრული განაკვეთი ამ სახის სამუშაოსთვის შეადგენს დღეში 8 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით: 3/8=0.4. 

ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებულის დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხვის მაგალითი №1:

თუ სუბიექტს ჰყავს 1 დასაქმებული ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა დღეში 10 საათია და სუბიექტის მიერ დადგენილი სრული განაკვეთი ამ სახის სამუშაოსთვის შეადგენს დღეში 8 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით: 10/8=1.25.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე