„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016341
11
05/08/2019
ვებგვერდი, 09/08/2019
010250020.35.107.016341
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 5 აგვისტო

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული   ობიექტების  მშენებლობისა)  ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა  ფიზიკური  და იურიდიული  პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე   ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების  ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს  ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო  ზონაში  სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის –  ხუთი  ლარის ოდენობით;

ბ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე  განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ქალაქ ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში 2 (ორი) ლარის ოდენობით, სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

გ) ხაზობრივი ნაგებობის  მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს  ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი)  ლარის ოდენობით;

დ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების  ინტენსივობის   (კ–2)  საანგარიშო  ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა  განისაზღვროს მე-2 კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მე-3 კლასის ობიექტებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-4  კლასის ობიექტებისათვის – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა