დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ 41 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღება გამორიცხავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2009 წლის 5 ნოემბრამდე ამ დადგენილების შესაბამისად დანიშული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები