„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021392
374
06/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
300160070.10.003.021392
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2019 წლის  6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4  

დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს  2021 წლის 1 იანვრიდან.

2. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.    

3. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

ა) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს.

2. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

გ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა);

დ) დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა) გარშემო 500-მეტრიან ზონაში;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან 100 მეტრის რადიუსში;

ვ) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 100 მეტრის რადიუსში;

ზ) მიწისქვეშა წყლის სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის (15-მეტრიანი რადიუსი) ზონაში;

თ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში;

ი) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში;

კ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.

3. სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში.

4. სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს  მტვრის საწინააღმდეგო სარქვლიანი რესპირატორებით, პერსონალური ხმაურდამცავი საშუალებებით.

5. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ობიექტებიდან მანძილი გამოიანგარიშება უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარისა და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

7. სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით,  რომელიც  უნდა  აკმაყოფილებდეს  ამ  ტექნიკური  რეგლამენტის  მე-15 დანართით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს.

8. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა).

9. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა, სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.“;

ბ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-6 − მე-8 პუნქტები:

„6. 2021 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებულ მოთხოვნებთან და ამავე ვადაში წარადგინონ სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა  დეპარტამენტში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტი ვალდებულია, გააუქმოს სახერხი საამქროს რეგისტრაცია, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სახერხი საამქროს მფლობელს.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის განხილვის პროცესში (განაცხადის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქრო ვერ აკმაყოფილებს „მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება არა უადრეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 2 აგვისტოდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე