„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.021390
372
06/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
010220020.10.003.021390
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2019 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს  ცვლილება  და  პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე − კომისიის წევრი; 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს   ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;        

სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;       

სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული   სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;         

სსიპ −კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;         

საქართველოს  პარლამენტის  დარგობრივი  ეკონომიკისა  და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;        

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის  წევრი.“.    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე