„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021388
370
06/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
470000000.10.003.021388
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2019 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“):

1.   მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია,  მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით განსაზღვრული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენჯერმე ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველად პაციენტის გამოკვლევა მოხდა − „რისკის ჯგუფების სკრინინგი აქტიურ ტუბერკულოზზე“, „რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (კვანტიფერონით)“, „რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (მანტუს გამოყენებით)“ − ვაუჩერების ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.“.

2. „დანართი 6.1 − ერთეულის ღირებულებები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 6.1

ერთეულის ღირებულებები

 

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება

(ლარი)

 

ამბულატორიული მომსახურება

 

1

ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

 

1.1

რისკის ჯგუფების სკრინინგი აქტიურ ტუბერკულოზზე

52

1.2

რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (კვანტიფერონით)

26

1.3

რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (მანტუს გამოყენებით)

29

1.4

ბავშვი (18 წლამდე)

58

2

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა (გამოკვლევა   ერთეულის ღირებულება)

 

2.1

ტუბერკულოზური პლევრიტი

170

2.2

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი

124

2.3

ურო-გენიტალური ტუბერკულოზი

89

2.4

ქალის გენიტალური ტუბერკულოზი

131

2.5

პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

105

2.6

აბდომინალური ტუბერკულოზი

83

3

ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი)

 

3.1

სენსიტიური ტუბერკულოზი (ორივე ფაზა)

65

3.2

ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (სენსიტიური და რეზისტენტული TB) 6 თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში

27

3.3

ლატენტური TB-ის მკურნალობა (2 წლამდე ასაკის ბავშვთა და დოლუტეგრავირის შემცველი ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე მყოფ აივ-ინფიცირებულ პირთათვის)

30

3.4

ლატენტური TB-ის მკურნალობა იზონიაზიდი+ რიფაპენტინი

57

3.5

ლატენტური TB-ის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (წელიწადში ერთხელ)

27

3.6

რეზისტენტული ტუბერკულოზი (საინექციო) (ინტენსიური ფაზა მაქსიმუმ 7თვე)

225

3.7

რეზისტენტული ტუბერკულოზი (საინექციო) (გაგრძელების ფაზა მაქსიმუმ 13 თვე)

86

3.8

მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) პირველი ფაზა − პირველი 2 თვე)

358

3.9

მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) მეორე ფაზა − მკურნალობის მე-3 თვიდან მაქსიმუმ 16 თვე

158

3.10

მონორეზისტენტული ტუბერკულოზი

66

 

სტაციონარული მომსახურება

 

4

ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)

 

4.1

ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონექტომია)

2575

4.2

აბდომინური ქირურგიული მკურნალობა

1210

4.3

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

3930

4.4

საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

2080

4.5

თორაკოსკოპიული მინიინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს

1455

4.6

ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე

1165

4.7

ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

745

5

თერაპიული სტაციონარული მომსახურება (საწოლდღე)

 

5.1

სენსიტიური ტუბერკულოზი (ქ. თბილისი)

101

5.2

რეზისტენტული ტუბერკულოზი (ქ. თბილისი)

142

5.3

ტუბერკულოზური მენინგიტი (ქ. თბილისი)

133

5.4

სენსიტიური ტუბერკულოზი (რეგიონი)

50

5.5

რეზისტენტული ტუბერკულოზი (რეგიონი)

70

5.6

რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა (სტაციონარული საწოლდღის ლიმიტი, მაქსიმუმ 4 საწოლდღე)

246

6

ჯინექსპერტის აპარატზე ნახველის კვლევის ღირებულება

10

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 გვისტოდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე