დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.021375 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის „ო4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო5“ − „ო9“ ქვეპუნქტები: „ო5) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაციას; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას; ო6) გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას, ასევე „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; ო7) გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობას. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას, თანამშრომლობის ხელშეწყობას, მედიაციასა და კოორდინაციას; ო8) აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხებისა და კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვას/შეფასებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ო9) გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობას;“. 2. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „მუხლი 32. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით, იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო. 2. გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაცია; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მედიაცია; აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხების, ასევე კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვა/შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; გარემოსდაცვითი ახალი საკითხების ინიციირება შესაბამის უწყებებში, უწყებათშორისი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მათი კოორდინირება; გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა. 3. ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის მიზნით, გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისი თანხმობით მოიწვიოს შესაბამისი უწყებები, დაინტერესებული პირები და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოს ხელმძღვანელობს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დეტალური კომპეტენცია განისაზღვრება სამდივნოს დებულებით და გამომდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დებულებას, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები. 8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები