დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016593 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2019, 040030000.22.023.016578) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის საჯარო მიზნებისათვის, ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის (მცენარეების) უსასყიდლოდ გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება;“. |
2.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. სააგენტო უფლებამოსილია, სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე, მისთვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, გადასცეს ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს.“. |
3.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1) სააგენტოს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობაში გადაცემიდან მიღებული შემოსავალი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები