,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016518
29
02/08/2019
ვებგვერდი, 06/08/2019
010250050.35.105.016518
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2019 წლის 2 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და  საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 09/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016513)  შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან;

4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“;

ბ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3.  2020 წელს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ ზონაზე (თითოეულისთვის 200 000 ათასი ლარი).

სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საინფორმაციო კამპანია;

ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;

გ) პროექტების ვერიფიკაცია;

დ) სამოქალაქო ბიუჯეტის  საპროექტო ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფარული კენჭისყრის პროცედურა;

ე)  ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;

ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.

4. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია საბიუჯეტო წლის პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.

5. საბჭო უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი მიმდინარე საბიუჯეტო წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე (ვერიფიცირებული პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს მომდევნო წლის ბიუჯეტით).“;

გ) დადგენილების დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. მოქალაქეთა  ინიციატივები   განხილვის მიზნით  წარედგინება საბჭოს.   საბჭო თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს  დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.“.

დ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლს დაემატოს  მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საბჭო იკრიბება არსებული საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების   შესაბამისად.“;

ე)  დადგენილების დანართის მე-4  და მე-5 მუხლები  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია