„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016519
116
31/07/2019
ვებგვერდი, 02/08/2019
010250020.35.123.016519
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №116

2019 წლის 31 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018; №010250020.35.123.016411), კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 63 პუნქტს დაემატოს „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“;

ი) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში.“.

2. დადგენილების დანართს დაემატოს IV1 თავი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი  IV1

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის საქმიანობის ეთიკური საფუძვლები

მუხლი 61

1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ინფორმაციის გაცვლისა და ღია დიალოგის უზრუნველსაყოფად, ვალდებულია აუდიტორიისა და გარემოს შესაბამისად, შეარჩიოს საუბრის ენა, ტონი, სტილი და ფორმატი.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, განურჩევლად გამოხატვის ფორმისა და ადგილისა, ვალდებულია კორექტული და თავაზიანი იყოს იმ პირთა  მიმართ,  რომლებიც  მას  მიმართავენ საბჭოს საქმიანობის ფარგლებში. დაუშვებელია პირადი შეხედულებების საბჭოს მანდატისათვის მიუღებელი აგრესიული და არატოლერანტული, სიძულვილის ენით გამოხატვა.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივისცემით  ეპყრობა საქართველოსა  და  სხვა სახელმწიფოს  მოქალაქეებს,  განურჩევლად  რასისა,  ენისა,  სქესისა,  რელიგიისა, პოლიტიკური  და  სხვა  შეხედულებებისა,  ეროვნულ-ეთნიკური  და  სოციალური  კუთვნილებისა,  წარმოშობისა,  ქონებრივი  და  წოდებრივი  მდგომარეობისა  და  საცხოვრებელი  ადგილისა. არ უშვებს დისკრიმინაციას რასის, სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის მიმართ.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ჰომოფობიური განცხადებებისაგან. გენდერული საბჭო მხარს უჭერს პროფესიონალიზმს და კომპეტენციას.

5. გენდერული თანასწორობის საბჭო ხელს უწყობს საერთაშორისო და ნაციონალური კანონების დამკვიდრებას, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით, გენდერულ თანასწორობას, ადამიანთა მდგრად განვითარებას, სიღარიბის დაძლევას და სოციალურ სამართლიანობას. ამასთან ერთად, პატივს სცემს უფლებებს და ღირსებას ყველა ადამიანის მიმართ.

6. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ცდილობს, თავიდან აირიდოს საბჭოს წევრისათვის შეუფერებელი საქციელი და ამგვარი საქციელის გამოვლენისას მზად არის მოიხადოს ბოდიში.

მუხლი 62

1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი პატივს სცემს საბჭოს სხვა წევრების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა საბჭოს წევრის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს პირველ რიგში განიხილავს უშუალოდ ამ წევრთან.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას გენდერული თანასწორობის საბჭოს ავტორიტეტი, საზოგადოებრივი  ინტერესები და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის წესები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვალდებულია არ დაუშვას  საბჭოს სხვა წევრთა შეურაცხყოფა  და  უპატივცემულობა  მათი  განსხვავებული  პოზიციის  გამო.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი საერთო დავალების შესრულებისას, ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას, ასევე, ჯგუფის ინტერესებს აყენებს პირად ინტერესებზე მაღლა.

მუხლი  63

1. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მიერ დანართის ამ თავის 61 და 62 მუხლების დარღვევის შემთხვევებზე, საბჭოს თავმჯდომარის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ინიციატივის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შემოსული წერილობითი მომართვის საფუძველზე, საბჭოს შემადგენლობა ყველა დაინტერესებულ პირთან დიალოგის შემდგომ მსჯელობს ამავე საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და საბჭოს დამსწრე წევრთა წერილობითი დასაბუთებული მოსაზრების საფუძველზე საბჭოს თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს იმ წევრის მიერ, რომელიც ამავდროულად არის საკრებულოს/მერიის თანამდებობის პირი, საბჭოს წევრის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ეთიკური საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და გასცემს რეკომენდაციას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

3. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ თავით განსაზღვრული ნორმების დარღვევის საკითხს განიხილავს დაუყოვნებლივ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია