„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016477
24
30/07/2019
ვებგვერდი, 02/08/2019
190020020.35.158.016477
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2019 წლის 30 ივლისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  წესში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  21-ე მუხლის  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018-2019 წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასითის ბუნების მოვლენის-მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი   №1-ის  21-ე მუხლს  დაემატოს 11  პუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე  ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა.“ ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასითის ბუნების მოვლენის-მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის  21-ე მუხლის   მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი