დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016518 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
115
31/07/2019
ვებგვერდი, 02/08/2019
010250020.35.123.016518
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2019 - 06/09/2019)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და 4 მეტრამდე სიმაღლის ღობის მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 50 მ2-მდე საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დადგენილი დეტალური შეტყობინების ვალდებულება არ ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების ვიზუალური (ფიზიკური) დაცვის არეალებში მშენებლობის (რეკონსტრუქციის) განხორციელების შემთხვევაში. ამ არეალებში შენობა-ნაგებობების მშენებლობა (რეკონსტრუქცია) ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები