„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 05/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.021369
351
30/07/2019
ვებგვერდი, 02/08/2019
010240060.10.003.021369
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2019 წლის 30 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. შრომითი, სასწავლო, საინვესტიციო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

24. მუდმივი ცხოვრებისა და უვადო ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 180 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 180 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოკლევადიანი და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის თაობაზე წარდგენილი განცხადებების განხილვა ხორციელდება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე განსაზღვრულ ვადებში და წესით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 5 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე