დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016403 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2019 - 29/08/2019)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 521-ე, 61-ე მუხლებისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდართული თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №43 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 12 ივლისის №40 53 განკარგულება.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები
|
დანართი №2
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები