დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016475 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/03//3019, 010250020.35.163.016458).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები 1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს; მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ) გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ვ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს; ზ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების თუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის წევრიც ის არ არის; თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში; ი) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და თანამდებობის პირებს; უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; მიიღოს და შეაფასოს გაცემული პასუხები; კ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა; ლ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა. 2. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან). 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. 4. საკრებულოში ანაზღაურებად თანამდებობაზე მყოფ საკრებულოს წევრებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს, ფრაქციათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე. 5. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების საკითხი ცნობად წარედგინება საკრებულოს სხდომას. თუ საკრებულოს სხდომამდე დიდი დროა დარჩენილი, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების შვებულების საკითხი წარედგინება საკრებულოს ბიუროს ცნობის სახით. 6. ფრაქციათა თავმჯდომარეების და ფრაქციათა თავმჯდომარეების მოადგილეების შვებულების საკითხს წყვეტს ფრაქციის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ორ სამუშაო დღეში ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო ფრაქციის სხდომის ჩატარებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს, რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად. თუ საკრებულოს სხდომამდე დიდი დროა დარჩენილი, საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების შვებულების საკითხი ცნობად წარედგინება საკრებულოს ბიუროს. 7. საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის შვებულების საკითხს ცნობად იღებს საკრებულო. თუ საკრებულოს სხდომამდე დიდი დროა დარჩენილი, თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხი წარედგინება საკრებულოს ბიუროს ცნობის სახით. 8. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მათი შვებულებისათვის დადგენილი პროცედურების ანალოგიურად, მისავლინებელი პირის მიერ განცხადების წარდგენის ვალდებულების გარეშე. 9. ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობაზე არმყოფ საკრებულოს წევრებზე. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება დანამატების სახით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები