„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 31/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016594
2-731
02/08/2019
ვებგვერდი, 05/08/2019
010320010.22.023.016594
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-731

2019 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2018, 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-5 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების მიხედვით, მათი განაწილება და დასაქმების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის  შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;

დ) წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სხვა დაწესებულებიდან ან/და ორგანიზაციიდან შემოსული იმ კორესპონდენციის განხილვა და მათი განაწილების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ტრენინგებს, სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ვ) სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან ურთიერთობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

ი) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

2. მე-3  პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა;“.

3. მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი