დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 09/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-1/136, 28.10.2009) „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 23 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი მელაძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე
გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე
ბეჟან ბუცხრიკიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი მაისურაძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
რამაზ თედორაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ირაკლი ბურდული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
გიორგი კვერენჩხილაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ვასილ გონაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ქეთევან ქოქრაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
მარინა გარიშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გიორგი კახიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
კახი ყურაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
სოსო ცინცაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 6 ნოემბერი.
№2009–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები